აშშ-ში “Pfizer” ვაქცინით 270 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

ავტორი: ლევან არჩუაძე

ამერიკის  270 000-ზე მეტი მოქალაქე “ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. აღნიშნულო ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და მათი აღმოფხვრის ცენტრი ავცელებს.

უწყების ცნობით, ამ მომენტისთვის  აცრილთა რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან რაოდეობის აღრიცხვა რამდენიმე დღის შემდეგ ხდება – ვაქცინის მიმწოდებლებს 72-საათიანი ვადა აქვთ საიმისოდ, რომ ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებებს მონაცემები მიაწოდონ, ჯანდაცვის სამინისტროს კი კიდევ 24 საათი, რომ მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადაუგზავნოს.

18 დეკემბერს აშშ-ის საკვებ-მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის კიდევ ერთი ვაქცინის, “მოდერნას” გამოყენების ნებართვაც გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში კოვიდ19-ის ვაქცინაცია ორი ვაქცინით ჩატარდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი