აშშ-ში რეანიმაციაში გარდაცვლილი მოლაშქრე ექიმებმა გააცოცხლეს

ავტორი: ცოტნე წერეთელი

აშშ-ში  მთელი ღამის განმავლობაში დაკარგული მოლაშქრე, გადაუდებელი დახმარების ოთახში გარდაიცვალა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი გული 45 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო, ის გააცოცხლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მისვლისას მას გულისცემა ჯერ კიდევ ჰქონდა, თუმცა მალევე მისი გული გაჩერდა. მას შემდეგ, რაც ექიმებმა ის ხელახლა აამუშავეს, სამედიცინო გუნდმა მასთან მთელი ღამე გაატარა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას გააგრძელებდა.

კანპინსკის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კოგნიტური ფუნქციის გარკვეული პრობლემები, მაგრამ მთლიანობაში კარგად გრძნობს თავს და მისი ჯანმრთელობა პროგრესს განიცდის. კანპინსკი ბევრ დროს ატარებს სიეტლში, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ხსნის არმიის” სასურსათო ბანკში, მოხალისედ, ასევე რედმონდში ოვერლეიკის ქრისტიანული ეკლესიის მეშვეობით უპატრონო ბავშვებისთვის სახლებს აშენებს.

“როგორც კი ფიზიკურად ისევ შევძლებ, ადამიანების დახმარებას ჩემი ცხოვრების მოწოდებად ვაქცევ. ჯერ კიდევ შოკირებული და გაოგნებული ვარ”, — განაცხადა მან.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი