აშშ-ში მოსახლეობის ვაქცინაცია ორშაბათიდან იწყება

აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული მედიკამენტით მოსახლეობის ვაქცინაცია ორშაბათიდან იწყება, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვაქცინის პირველ 3 მილიონ დოზას შტატებში მიმდინარე კვირას გადაანაწილებენ. ვაქცინა საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ უსაფრთხოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ ის 95%-ით ეფექტურია.

Pfizer-ის ვაქცინა კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ბაჰრეინში და საუდის არაბეთში უკვე დაამტკიცეს. როგორც აშშ-ში, ასევე ამ ქვეყნებშიც, პრიორიტეტულნი არიან ჯანმრთელობის მუშაკებისა და მოხუცებულთა სახლებში მაცხოვრებლები.  ამერიკელების უმრავლესობა იანვარში აიცრება.

შაბათს აშშ-ში კორონავირუსს 3,309 ადამიანი ემსხვერპლა, რაც პანდემიის დაწყებიდან მსოფლიოში რეკორდული მაჩვენებელია. აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების სტატისტიკა ნოემბრიდან განსაკუთრებით გაუარესდა.

ცნობისთვის, მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გაერთიანებულ სამეფოში უკვე დაიწყეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი