აშშ-ში კორონავირუსის 283,204-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის 283,204-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია “ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე” დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვირუსს აშშ-ში 3,456 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 22,461,696 შემთხვევაა დაფიქსირებული და მას 378,204 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 13,259,949-ს შეადგენს. აშშ კორონავირუსითინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის, აშშ-ში ამ დროისთვის 6,688,231 ადამიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი