აშშ-ში კორონავირუსის 250,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის 250,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია “ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე” დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ვირუსს აშშ-ში 3,784 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 17,395,727 შემთხვევაა დაფიქსირებული და მას 314,629 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი 10,174,833-ს შეადგენს. აშშ კორონავირუსითინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ცნობისთვის, აშშ-ში Pfizer-სა და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყო.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი