აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Moderna უსაფრთხოდ აღიარეს

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა Moderna უსაფრთხოდ აღიარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე სანიტარული ზედამხედველობისა და სამმართველოს ანგარიში ავრცელებს.

FDA-ს ინფორმაციით, ვაქცინას არანარი სპეციფიკური ჯანმრთელობისთვის საზიანო თვისება არ გააჩინია და 94.1%-იან ეფექტურობას აჩვენებს.

ხუთშაბათს ვაქცინას ექსპერტების კიდევ ერთი პანელი შეამოწმებს. “მწვანე სინათლის” შემთხვევაში ვაქცინის გამოყენება აშშ-ში შემდეგ კვირას დაიწყება.

ცნობისთვის, ეს შტატებისთვის მეორე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება. Pfizer-ის ვაქცინა საავამყოფოებში უკვე გამოჩნდა და ორშაბათიდან ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი