აშშ-ში კალიფორნიის შტატში კორონავირუსის ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა,-ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი გევინ ნიუსომი ავრცელებს.
მისი განცხადებით, ვირუსის მუტაციური ხასიათი ნორმალურია, ვინაიდან მუტაციები ვირუსის არსებობის წყაროა, თუმცა მათი უმრავლესობა არც ისეთი საშიშია. ის ფიქრობს, რომ ვაქცინის წყალობით შექმნილი იმუნიტეტის შედეგად აშშ შედარებით ნორმალურ ცხოვრების რიტმს 2021 წლის შემოდგომისთვის დაუბრუნდება.
ცნობისთვის, ვირუსი სამხრეთ კალიფორნიაში ერთ პაციენტს დაუდასტურდა.