აშშ-ში ბრენდონ ბერნანდი 18 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილით დასაჯეს

ბრენდონ ბერნანდი 1999 წელს 18 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულის გამო სიკვდილით დასაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ივლისადან მოყოლებული დღემდე ბრენდონი მე-9 ადამიანია, რომელიც ფედერალურმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. ბერნანდმა 21 წელი ციხეში გაატარა და დღეს ის სასიკვდილო ინექციით მოკლეს.

ბრენდონ ბერნანდმა მკვლელობა 1999 წელს თინეიჯერობის ასაკში ჩაიდინა. ის 70 წლის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა დამნაშავეა, რომელსაც ამერიკის ფედერალურმა მთავრობამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

“ვისურვებდი, რომ არ ჩამედინა, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლი. მაპატიეთ. ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელსაც შეუძლია, გამოხატოს რას ვგრძნობ ახლა და რას ვგრძნობდი იმ დღეს.” – სასიკვდილო ინექციით დასჯამდე პატიმარმა მის მიერ მოკლული წყვილის ოჯახს პატიება სთხოვა.

ტრამპის პრეზიდენტის ძალმოსილების დასრულებამდე კიდევ 4 სასიკვდილო განაჩენი რჩება.

თუ ივლისიდან 13-ვე შემთხვევა სიკვდილით დასჯით დასრულდება და ტრამპი იქნება პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც 21-ე საუკუნის განმავლობაში ყველაზე მეტი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა.

ბრენდონ ბერნანდი ტოდ და სთეისი ბენგლის მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ტექსასში 5-მა თინეიჯერმა ბენგლის წყვილი გაქურდა და მანქანის უკანა სავარძელში ჩასხა. 19 წლის დამნაშავემ ქრისტოფერ ვიალვამ წყვილს ესროლა, ხოლო შემდეგ ბერნანდმა მანქანა ააფეთქა. სასამართლოს ცნობით, წყვილი მანამდე დაიღუპა, ვიდრე მას ცეცხლი მოედებოდა. სასამართლო ჩვენებაზე წარდგენილნმა სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტოდი იარაღის ტყვიით გარდაიცვალა, ხოლო პროკურორი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ შესაძლოა სთეისის გარდაცვალების მიზეზი მანქანის აფეთქება გამხდარიყო. დაცვის მხარის მიერ დაქირავებული სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით სთეისი “კლინიკურად გარდაცვლილი” მანქანის აფეთქებამდე იყო.

ბერნარდის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრება უფრო სამართლიანი იქნებოდა, ვიდრე სასიკვდილო განაჩენი, ვინაიდან ბერნარდი იმ პერიოდში 18 წლის იყო და ის ემორჩილებოდა ვიალვას მითითებებს, ასევე მას იარაღი არ გაუსვრია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი