აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს შეხვედრაზე იკამათეს

მაიკ პომპეომ და მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატოს შეხვედრაზე იკამათეს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა “პოლიტიკო” ავრცელებს. შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ თურქეთმა ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობა დაძაბა და სამხედრო შეიარაღების რუსეთისგან შეძენით, პუტინს საჩუქარი გაუკეთა. საპასუხოდ ჩავუშოღლუმ აშშ ქურთული ტერორისტული ორგანიზაციების წახალისებასა და თურქეთისთვის იარაღის არმიყიდვაში დაადანაშაულა.

ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტატები და საფრანგეთი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მხარდაჭერით სიტუაციის გამწვავებაში დაადანაშაულა.

“პოლიტიკოს” ცნობით, სიტყვიერი დაპირისპირების დროს პომპეოს მხარი დაუჭირა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში ერთსულოვნების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ თურქეთი რუსეთის აგრესიულ ინტერვენციონიზს მიბაძავს.

ანონიმური წყაროს თქმით, შეხვედრის ბოლოს თურქეთი ფაქტობრივად იზოლაციაში აღმოჩნდა. ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ს, ლიბიის სამოქალაქო ომში როლი შეასრულოს, ეს წინადადება მოკავშირეებმა უარყვეს.

 თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის მიერ ბუნებრივი რესურსების მოძიების მიზნით წამოწყებულ სეისმოლოგიურ კვლევებს უკავშირდება. საბერძნეთში აცხადებენ, რომ თურქეთი ამ კვლევას სადავო ტერიტორიაზე ატარებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი