აშშ–ს მთავრობა “გუგლს” დომინირების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების მთავრობა კომპანია “გუგლის” ბაზარზე არსებული უპირატესობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ინტერნეტში ძიებისა და ონლაინრეკლამების მონოპოლიზაციას. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მთავრობის მიერ შეტანილი სარჩელი  აშშ-ის მარეგულირებლის მიერ მსხვილი ტექნიკური კომპანიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში წამოყენებულ უდიდეს გამოწვევას.

გამოძიება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანია „გუგლის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ საქმეს „სიღრმისეულად მცდარს“ უწოდებს. კომპანიამ განაცხადა, რომ მისი სექტორი ინტენსიურად რჩება კონკურენტუნარიანი და მისი პრაქტიკა მომხმარებლებს პირველ ადგილზე აყენებს.

„ადამიანები იყენებენ გუგლს, რადგან ირჩევენ მას  არა იმიტომ, რომ იძულებულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ვერ პოულობენ ალტერნატივებს“, – ამბობენ კომპანიაში.

„გუგლთან“ მსგავსი პრეტენზიები აქვს ევროკავშირსაც. კომპანია უკვე ასაჩივრებს ევროკომისიის მიერ მოთხოვნილ 8.2 მილიარდი ევროს ჯარიმებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი