აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ავტორი: ნანა წულაია

აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი თანამდებობას ტოვებს. “სიენენის“ ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში აზარი კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად აფასებს და პრეზიდენტს ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ კაპიტოლიუმზე მომხდარო თავდასხმის შემდეგ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჩედ ვულფმა, განათლების მინისტრმა ბეტსი დევოსიმ და ტრანსპორტის მინისტრმა ელეინ ჩაომ მიიღეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი