აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. კონგრესმენები დონალდ ტრამპის მიერ „ამბოხის წახალისების“ საკითხს განიხილავენ. დოკუმენტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას და ნებისმიერი არჩევითი თანამდებობის დაკავების აკრძალვას მოითხოვს.
ზედა პალატაში საკითხის დასამტკიცებლად სენატორთა ხმების ორი მესამედია საჭირო.