აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ავტორი: თიკო ნოდია

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

იმპიჩმენტს ხმა 231-მა კონგრესმენმა მისცა, მათ შორის ტრამპის თანაპარტიელებიც იყვნენ.

წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტის ბედს კონგრესის ზედა პალატა, სენატი გადაწყვეტს.

ამერიკის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას უსაფრთხოების ნორმები იყო გაძლიერებული, შენობაში და მის გარშემო ასობით ეროვნული გვარდიელი იყო განლაგებული.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ორჯერ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი