აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში საკონსულოების დახურვას განიხილავს

ავტორი: ლევან არჩუაძე

CNN-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში საკონსულოების დახურვას გეგმავს. 10 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა  კონგრესს განუცხადა, რომ ვლადივოსტოკსა და ეკატერინბურგში საკონსულოების მუშაობის შეჩერებას აპირებს.

გარდა ამისა, გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი საფრთხეს წარმოადგენს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს.
“ხშირად მეკითხებიან, ვინ არის ჩვენი მტერი. მე ვპასუხობ, რომ ჩვენ გვყავს უამრავი მტერი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების, რესპუბლიკისა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპების შერყევა სურს. ცხადია, რუსეთიც ამ სიაშია – განაცხადა  მაიკ პომპეომ

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი