“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არჩევნების კრიტიკული შეფასება მედიის დამსახურებაა” – ირაკლი კობახიძე

ავტორი: ლევან არჩუაძე

“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და არა მხოლოდ მათი კრიტიკული შეფასებების მიზეზი, პირველ რიგში, არის მედია, რომელიც შეხედულებებს აყალიბებს.  ” –  ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის პირველსავე გვერდზეც წერია, რომ ეს იყო ფატალური ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები. აღნიშნული კობახიძემ მედიას, კონკრეტულად კი “მთავარ არხსა” და მისი წამყვანის მიერ ნათქვამ ფრაზას დააბრალა.

”ერთ-ერთი მაგალითი იმ უარყოფითი აღქმისა, რომელიც საზოგადოებაში გავრცელდა, არის ეკა კვესიტაძის სიტყვები, რომელიც არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. იმის გამო, რომ პირველადი შედეგების გამოქვეყნებამ დააგვიანა, მან თქვა, რომ ცესკოში რაღაც უბედურება ხდებოდა. ” – თქვა ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში”

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი