აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გადათვლა და მსგავსი პროცედურები სათანადოდ ვერ იქნა წარმართული, რამაც არჩევნების სანდოობაზე ეჭვები გააჩინა

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“არჩევნები იყო პრობლემური, თითქმის ისევე, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში და ვნახეთ იგივე ტიპის დარღვევები” – ამ კომენტარით აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

როგორც გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნებზე არაერთი სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა. ამასთან, დეპარტამენტი ოპოზიციას მოუწოდებს შევიდნენ პარლამენტში და განახორციელონ ისეთი საარჩევნო რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს  მომავალში უკეთესი არჩევნების ჩატარებას მსგავსი დარღვევების გარეშე.

“არჩევნები იყო პრობლემური, თითქმის ისევე, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში და ვნახეთ იგივე ტიპის დარღვევები. ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება ხმის მიცემის პროცესში.  როგორც ეუთომ და ბევრმა შეაფასა, ეს იყო კონკურენტული არჩევნები, იყო ნაკლები სიძულვილის ენა და აგრესიული წინასაარჩევნო ტაქტიკები, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, მაგალითად გამოხატვის თავისუფლება და სხვა. მაგრამ ისეთი დარღვევები გამოვლინდა, როგორიცაა მოსყიდვა და დაშინება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში ეს აღნიშნული იყო. ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ ოპოზიციას დარღვევების შესახებ მათი ბრალდებები სამართლებრივი გზებით გადაიჭრას. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საქართველოში არ აქვს ნდობა სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც განვითარების პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ ამ გზას მიმართა, არ არსებობს რწმენა იმის, რომ მიიღებენ გარკვეულ შედეგს. ამიტომ არჩევნების მეორე დღესვე, მათ ახალი არჩევნები მოითხოვეს.

ის, რის გამოც ბევრმა ჩვენგანმა არჩევნებთან დაკავშირებით თავი შევიკავეთ განცხადებებისგან, არის დათვლის ოფიციალური შედეგი, რომელიც გაურკვეველი რჩებოდა პარალელური დათვლის შედეგებთან მიმართებაში. იმ წუთას, გაურკვეველი იყო რამდენად ფატალურად ხარვეზებიანი იყო არჩევნები, რამდენად ცუდი იყო ის წინა არჩევნებთან შედარებით, რომელსაც არ მოყოლია მოწოდება ხელახალი არჩევნებისკენ. კვლავ, ჩვენ მოვუწოდეთ ყველას გამოეყენებინათ სამართლებრივი პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა საჩივრების განსახილველად. გადათვლა და მსგავსი პროცედურები სათანადოდ და გამჭირვალედ ვერ იქნა წარმართული, ისე როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა გაეკეთებინა. ამან გაზარდა ეჭვის განცდა, იყო თუ არა არჩევნების შედეგი სანდო. ევროკავშირის ელჩი და მე ვმართავთ შეხვედრებს ყველა მხარესთან, რათა მივაღწიოთ რაიმე გამოსავალს, რადგან ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას  იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტიდან და არ მოახდინოს მისი ბოიკოტირება” – ნათქვამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგის წერილობით განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რომელიც საარჩვენო სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა, ოპოზიცია პარლამენტის მუშაობის პროცესში უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ჩართული, რათა ამ არჩევნებზე დარღვევები აღარ დაფიქსირებულიყო.

“მას შემდეგ, რაც კონსტიტუციური ცვლილება  განხორციელდა და საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემა მიიღეს, პარლამენტი ბევრად მრავალფეროვანი გახდა. ის ხარვეზები, რამაც პრობლემები გამოიწვია ამ არჩევნებზე, განხილული უნდა ყოფილიყო ზაფხულში საარჩვენო სისტემის რეფორმის პარალელურად.  თუმცა ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა პარლამენტს და  საარჩევნო რეფორმა არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო, მათი პროცესში ჩართულობის შემთხვევაში. მათი მხრიდან კვლავ ბოიკოტის გამოცხადებით იგივე სცენარი მეორდება. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ შევიდნენ პარლამენტში და განახორციელონ ისეთი საარჩევნო რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს  მომავალში უკეთესი არჩევნების ჩატარებას მსგავსი დარღვევების გარეშე.  ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა უზრუნველყვეს მათი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა, რადგან შეძლონ ერთად მუშაობა და იპოვონ გამოსავალი, პარლამენტში ერთად მიიღონ საარჩვენო სისტემისთვის და  ცენტრალური საარჩვენო კომისიასთან დაკავშირებული  მნიშვნელოვანი რეფორმები”  – წერია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი