აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს

აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს. ამის მიზეზი თურქეთის მიერ რუსეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის S-400 რაკეტის შესყიდვა გახლავთ.

მათი ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსრეკომენდაციით ზომების პაკეტს ხელი მოაწერა. სანქციები რაში მდგომარეობას ამას არ ამხელენ. “როიტერსის” ცნობით, სანქციები შესაძლოა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის შესყიდვების უმაღლესი სააგენტოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდეს.

“ჩვენ აშშ-სთან და ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს, რომლებსაც ვერცერთი მხარე ვერ დავაიგნორებთ და დავკარგავთ”- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი