აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით – მაიკ პომპეო

ავტორი: კატო მალანია

აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო “ტვიტერზე” წერს.

მაიკ პომპეო აღნიშნავს, რომ აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ერთგულებას.

“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველოს შემდეგ მაიკ პომპეო ისრაელს ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი