,,აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ სჯერა ” – ზაალ უდუმაშვილი

ავტორი: თიკო ნოდია

,,აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ სჯერა ” – ასე უპასუხა ” ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის სტატისტიკის ზრდა ოპოზიციის აქციებს უკავშირდება.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა მეორე ტალღისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს უპასუხისმგებლო ხელისუფლება. მთელი ზაფხული ფეხგადადებულები ისხდნენ და თავის მოწონების გარდა არაფერს არ აკეთებდნენ, როგორ მაგრად გაუმკლავდნენ კორონავირუსის პირველ ტალღას და ამის შემდეგ სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულების ასეთი რაოდენობისთვის. ეს აქციები იმართებოდა ღია სივრცეებში, რაც არ უნდა ისაუბრონ ოპოზიციის ბრალეულობაზე ამისი არავის არ სჯერა, მენეჯმენტი არ აქვთ დალაგებული, არ იციან როგორ მართონ პანდემია და ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე COVID-19–ის გავრცელების ის დინამიკა, რომელიც გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს დაუკავშირა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი