აქციებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმაზე ოპოზიცია ხვალ იმსჯელებს

ავტორი: ნანა წულაია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმაზე ხვალ იმსჯელებენ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს.

„რაც შეეხება საპროტესტო აქციებს 21-ში, სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ. ხვალ, 12:00 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო გეგმა, გრაფიკი ეცოდინება საზოგადოებას და მედიასაც“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

21 ნოემბერს ქვეყნის 17 მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი