აქცია მერიასთან: ,,მოვიტანეთ სუპი, რომელსაც კალაძე აჭმევს მოსახლეობას 1.30 ლარად”

ავტორი: თიკო ტეფნაძე

,,მოვიტანეთ სუპი, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე აჭმევს მოსახლეობას ლარად და 30 თეთრად. გვინდოდა მიგვეტანა მისთვის, რათა თვითონ შეჭამოს და ნახოს ეყოფა თუ არა ეს” – განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა მერიის წინ გამართულ აქციაზე.

მისივე თქმით, კომპანია რომელიც პასუხისმგებელია, რომ მთაწმინდასა და კრწანისში მოქალაქეებს აჭამოს, 2017 წელს უკვე დაჯარიმებულია იმისათვის, რომ ულუფიდან ხორცს იპარავდა.

“გვინდა ეს დავტოვოთ მერიაში წერილთან ერთად სადაც წერია, რომ მოგიტანეს ის, რასაც აჭმევთ ხალხს და თუ შეიძლება თქვენც მიირთვით. ამ ულუფას კახა კალაძე ყოველდღიურად აჭმევს სოციალურად დაუცველებს, ახლა გამოიტანეს ახალი ტენდერები. კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა მთაწმინდასა და კრწანისში და პასუხისმგებელია, რომ მოქალაქეს აჭამოს, უკვე დაჯარიმებულია 2017 წელს იმისათვის, რომ ულუფიდან იპარავდა ხორცს. ახლა მოიგო იმიტომ, რომ ეს კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველია. ასეთ კორუფციაში ვართ, ხალხის ხარჯზე ხდება ყველაფერი ამ ქვეყანაში” – აღნიშნა მიხეილ ქუმსიშვილმა.

ფოტო: IPN

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი