აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: კატო მალანია

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 214 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 69 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 25 ადამიანი, 22 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 32 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხუთის მდგომარეობა კი მძიმეა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი