აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 65-ს მიაღწია

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 39 ადამიანს დაუდგინდა. დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 5213-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი 3488-ია. ამ ეტაპზე 27 ადამიანი გაუარესებული სიმპტომებით მკურნალობს გუდაუთის საავადმყოფოში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა რიცხვმა 65-ს მიაღწია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი