აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავტორი: თიკო ნოდია

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელ facebook-ზე გაავრცელა.

“დღეს, დადებითი პასუხი მივიღე COVID-19-ის ტესტზე. თავს ნორმალურად ვგრძნობ, თვითიზოლაციაში ვარ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს!”, – განაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრმა.

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა აპრილში გამოვლინდა. სულ COVID-19 10 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი