„აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი, არ არსებობს” – ირმა ინაშვილი

ავტორი: ნანა წულაია

„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“ – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილმა აღნიშნა, რომ პოზიცია უცვლელია და აუცილებელია ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე არის მაღალი კლასის დიპლომატი. არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. კონკრეტულად მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ. აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი