“ასეთი ერთპარტიული არჩევნები მხოლოდ დიქტატორულ, ტოტალიტარულ სისტემებში ტარდება” – გუგავა 

ავტორი: ქეთი ბაჭველაშვილი

“ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავის პრინციპულ გადაწყვეტილებას არ უღალატებს და ერთადერთი მხოლოდ ხელახალი არჩევნების ვადაებზე შეიძლება საუბარი.

“ასეთი ერთპარტიული არჩევნები, როგორიც ჩაატარა ხელისუფლებამ, ტარდება მხოლოდ დიქტატორულ, ტოტალიტარულ სისტემებში. კომპრომისი პრინციპებიდან, თავისუფლების იდეიდან არ შეიძლება იყოს და არ შეიძლება უკან დაიხიო. ერთადერთი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ხელახალი არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში. დანარჩენზე შეიძლება ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ, რა დროს გაიმართება, როგორ უნდა მოხდეს პროცედურები და ა.შ “- განაცხადა გიორგი გუგავამ “რუსთავი 2”–თან საუბარში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი