“არ ვართ სხვა პარტიის ლიდერებივით, რასაც ჩაგვძახებენს, იმას ამოვძახებთ” – პაატა მანჯგალაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ჩვენ ვმონაწილეობთ ოპოზიციურ ფორმატში. იქნება ხელისუფლებისგან შეთავაზება, ამ შეთავაზების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ოპოზიციური პარტიები, იმ აზრზე ვართ ჩვენც. ცალკე დღის წესრიგი არ გვაქვს. მიუხედავად იმისა ძალიან განსხვავებული პოზიციები გვაქვს იმ პარტიებისგან, რომლებიც შეხვედრაზე არიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვართ სხვა პარტიის ლიდერებივით, რომ დომინანტური აზრი, რასაც ჩაგვძახებს, იმას ამოვძახებთ, ეს არის ჩვენი განსხვავება” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ “პალიტრანიუსს” განუცხადა.

მისივე თქმით, მხოლოდ იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილს განსხვავებული შეხედულება აქვს, არ შეიძლება წეზოლის მსხვერპლი გახდეს.

“რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებებს, ერთი პარტიის წარმომადგენლისგან, მეორე პარტიის წარმომადგენლისთვის მითითების მიცემა ან შეფასება, არ მგონია, სწორი. ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, განსხვავებული აზრის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ. მე შეიძლება არ მომწონდეს, რაც ალეკო ელისაშვილმა თქვა, ვეთანხმებოდე, ან არ ვეთანხმებოდე, მაგრამ კატეგორიულად შემიძლია, ვთქვა, რომ არ ვეთანხმები მის მიმართ დამოკიდებულებას. იმის გამო, რომ ადამიანს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება, ის არ უნდა გახდეს დამუშავებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი”- განაცხადა მანჯგალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი