“არ არსებობს ფარული გარიგებები ოპოზიციასთან, ამას არ ვიკადრებთ” – მამუკა მდინარაძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ელჩების თანდასწრებით იყო საუბარი, რომ კომუნიკაცია შემდგარიყო ყველასთან და გარკვეულ ზოგად პირობებზე, სანამ მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მივუსხდებოდით, რაღაცაზე შევჯერებულიყავით” – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფარული კომუნიკაციის არსებობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთქმულების თეორიებს “თავი უნდა დავანებოთ”, რადგან მმართველი გუნდი “არ იკადრებს” ისეთი მოლაპარაკებების წარმოებას, რომელიც, გამჟღავნების შემთხვევაში, არალეგიტიმურად და არასწორად ჩაითვლება.

“არის გარკვეული დეტალები, რაზეც ჩვენ ვერ ვსაუბრობთ ისევე, როგორც ელჩებთან შეთანხმების გარკვეულ დეტალებზე და პირობებზე. მეც გახლავართ იმ ურთიერთობების და მოლაპარაკებების ნაწილი, რაზეც დღეს ჭირს საუბარი. თუმცა ეს ის არ არის, რაზეც თქვენ ფარული მოლაპარაკებების თემებს ააგებთ ხოლმე. აქვე დაგიდასტურებთ, მარტივი არ არის ეს ამბავი. ეს არ არის რაღაც ფარული გარიგებები, ამას არ ვიკადრებთ. კარგი სცენარის განვითარების შემდეგ და მე მგონია, რომ ეს ასე იქნება, ეს რომ გამჟღავნდეს, ჩვენ ჩვენს თავს იმ რისკის წინაშე არ არ დავაყენებთ, რომ ჩვენი მხრიდან არალეგიტიმური საუბარი ან ერთი ფრაზა მაინც იყოს, რაც საჯაროდ გამჟღავნების შემთხვევაში არ იქნება სწორი, მათ შორის მორალურად. შეთქმულების თეორიებს თავი დავანებოთ. თუ ჩემი ამ მესიჯის გატანა უნდა ვინმეს სხვანაირად, არ ვურჩევ, იმიტომ, რომ საბოლოოდ ყველაფერი მჟღავნდება ხოლმე. აბსოლუტურად სწორად, ფასილიტატორ ელჩებთან შეთანხმების თანახმად, გარკვეული კომუნიკაციები, რა თქმა უნდა, არსებობს და მეც გიდასტურებთ, რომ ამისი ნაწილი გახლავართ. აქ ბევრი დეტალია, რაზეც კომუნიკაცია უნდა შედგეს და ყოველ წუთში, ელჩებთან რომ არ იყოს საჭირო სიარული… ეს ყველაფერი არ არის ფარული, უბრალოდ არ ხდება საჯარო, გამომდინარე იქიდან, რომ არ დაზიანდეს პროცესი”- განაცხადა მდინარაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი