“მეორე ტურში მონაწილეობას “ქართული ოცნების” გარდა არავინ მიიღებს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ სიტუაციის ფონზე, “ქართული ოცნების” მიერ არჩევნების მაინც ჩატარება გაუგებარია.
“არც ერთი პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არ გეგმავს პარლამენტში შესვლას და ეს არის მათი მყარი პოზიცია” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.