არჩილ თალაკვაძე – მეათე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას შეუდგა, მისაღებია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებსა და ელჩებს, მათ შორის კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო საქმიანობა უნდა დაიწყოს და ის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებსაც საზოგადოება ელოდება. თალაკვაძემ პრიორიტეტულ ამოცანად ბიუჯეტის დამტკიცება დაასახელა.

“ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი უკვე შეუდგა საქმიანობას, მისაღები გვაქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელსაც საზოგადოება ელოდება, მოხარული ვარ, რომ კომიტეტები უკვე შეუდგნენ საქმიანობას და პირველი ინიციატივები უკვე სახეზეა. საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ პირველი რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს და დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას ეხება. დეკემბერში ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობას. მივიღებთ კანონს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. ასე რომ წინ დიდი სამუშაო გველოდება. მსურს, რომ წარმატებები ვუსურვო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს და გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კონტაქტი ჩვენს მოქალაქეებთან, მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ობიექტურ და დამოუკიდებელ მედიასთან, ჟურნალისტებთან,რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რას აკეთებს მის მიერ არჩეული პარლამენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი