არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიუს კალინდრას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ გამორჩეულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს.

“არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ლიეტუვის სეიმის რეზოლუციაზე, რომელიც ქვეყნის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობას და გრძელვადიან გზამკვლევს შეეხება და სადაც აღნიშნულია, რომ 2025 და 2027 წლებში, როდესაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები პოლონეთი და ლიეტუვა იქნებიან, ლიეტუვის სეიმის მიზანი იქნება ევროკავშირის ასოცირებულ ქვეყნებს მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი. საუბარი შეეხო კოვიდ 19-ის პანდემიას. პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიუს კალინდრას მადლობა გადაუხადა ლიეტუვისმთავრობის მიერ გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ხაზი გაესვა პანდემიის დასრულების შემდეგ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და ტურიზმის სფეროს სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას. არჩილ თალაკვაძემ დიპლომატს წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი