არჩილ თალაკვაძე – ერთადერთი ხავსი, რასაც ოპოზიციაში ეჭიდებიან, არის საუბრები, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა

ავტორი: ნანა წულაია

არჩილ თალაკვაძე – ერთადერთი ხავსი, რასაც ოპოზიციაში ეჭიდებიან, არის საუბრები, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა

ოპოზიციას მომავალის გეგმა არ აქვს, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს, მმართველ გუნდში რამდენიმე დაპირისპირებული კლანთან დაკავშირებით პასუხობს.

არჩილ თალაკავაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი კონსოლიდირებულია.

„ეს პირდაპირ მიუთითებს ჩვენი ოპონენტების სისუსტეზე და იმაზე, რომ მათ მომავალი გეგმა არ აქვთ, არ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა იმუშაონ მომავალში, როგორ უნდა გასწიონ ოპონირება.

ამ შემთხვევაში, როდესაც შენ გეგმა არ გაქვს, არ გყავს ძლიერი გუნდი, როდესაც არჩევნებში დამარცხდი და მეორე მხრივ, ის მხარდაჭერაც უარყავი, რაც საზოგადოებამ მოგცა და არ შეხვედი პარლამენტში, ერთადერთი ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან, არის ის, რომ საუბრობენ, თითქოს, გუნდში არის დაპირისპირება. წლებია, რაც ამაზე საუბრობენ. ამ საუბრებით სად მივიდნენ, მგონი, საზოგადოება ხედავს.

რაც შეეხება გუნდს, გუნდი არის კონსოლიდირებული, როგორც არასდროს. არის განახლებული, ძალიან პროგრესული. გვაქვს მიზნები და ხედვა. ვიცით ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი