არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა

არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართა. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, პარლამენტს ბევრ საკითხზე აქვს სამსჯელო, მათ შორის ბიუჯეტზე.

„საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოვიწვიოთ საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია, 2020 წლის 23 დეკემბრიდან. მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი საკითხები და გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები დეკემბრის მომდევნო რიცხვებში, მათ შორის ბიუჯეტი. სწორედ ამასთან დაკავშირებით რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მივმართავ პრეზიდენტს. შესაბამისად, 23 დეკემბერს 12:00 საათზე პრეზიდენტის თანხმობით ჩვენ უკვე გვექნება საშუალება მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია და განვაახლოთ პლენარული სხდომები და მივიღოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც წლის ბოლომდე დგას პარლამენტის დღის წესრიგში“, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ პარლამენტს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა მოუწევს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი