“არჩევნები დასრულდა” – ჯო ბაიდენი თეთრი სახლის მასპინძლობისთვის ემზადება

“არჩევნები დასრულდა. დროა გვერდზე გადადოთ პარტიზანობა და რიტორიკა, რომელიც ერთმანეთის დემონიზაციისთვისაა შექმნილი. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ.” – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალური ქსელი “თვითერის” საშუალებით აცხადებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა აშშ 2020 წლის არჩევნებში ოფიციალურად გაიმარჯვა და კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა. პენსილვანიის წარმომადგენლებმა არჩევნების შედეგები დაამოწმეს და ამით ბაიდენის გამარჯვება დადასტურდა.

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემას დასთანხმდა, თუმცა გამარჯვებას არ აღიარებს. ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებისთვის ემზადება.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი