“არის საუბარი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს” – ამირან გამყრელიძე

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“არის საუბარი, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდოს”– ამის შესახბ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე შესაძლო შეზღუდვბზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლა კომპლექსური უნდა იყოს და ყველაფერი გაკეთდეს ვირუსის შესაკავებლად.

“გაზაფხულზე ყველა ქვეყანამ აირჩია ე.წ “ლოქდაუნი”, მათ შორის ჩვენც. მეცნიერებს ეგონათ, რომ ტემპერატურის მომატების ფონზე, ანუ ზაფხულში კორონა ვირუსის მართვა გაადვილდებოდა და გაქრებოდა ნელ–ნელა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ახლა საჭიროა, რომ კოვიდთან ბრძოლა იყოს კომპლექსური და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ერთი ან ორი მექანიზმით. აუცილებელია შეზღუდვების გაფართოება”– აღნიშნა გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი