‘’არის გარკვეული განსხვავებები პოლიტიკის კეთების თუ პრიორიტეტების კუთხით, რის გამოც გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად დავიწყო პოლიტიკური საქმიანობა’’ – ელენე ხოშტარია

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ის პოლიტიკური ციკლი, რაც დაიწყო ჩემი პრაქტიკულად პოლიტიკაში მოსვლით ამ პარტიასთან ერთად, ბოლომდე მიმეყვანა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის მეტის მოტანა შემიძლია, თუ დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებ.’’ – ამის შესახებ ‘’ევროპული საქართველოს’’ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში გარკვეული განსხვავებები იყო, თუმცა არა ფუნდამენტური. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ უფრო დაწვრილებით, თუ რის გაკეთებას აპირებს, მომავალში ისაუბრებს.

‘’აქ არის გარკვეული განსხვავებები ტაქტიკურ საკითხებზე, არც კონფლიქტი, არც რაიმე ძირეული განსხვავება მე ამ პარტიასთან არ მქონია, მაგრამ არის გარკვეული განსხვავებები პოლიტიკის კეთების თუ პრიორიტეტების კუთხით, რის გამოც გადავწყვიტე, რომ დამოუკიდებლად დავიწყო ცოტა სხვა ფორმის პოლიტიკური საქმიანობა, რაზეც შემდეგ უფრო მეტს ვისაუბრებ.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი