არიანა გრანდემ ახალი ალბომი დააანონსა

არიანა გრანდემ სოციალური ქსელის Twitter-ის საშუალებით რიგით მე–6 სტუდიური ალბომი დააანონსა. „Positions” სახელით ცნობილ სინგლს ამერიკელი მომღერალი 23 ოქტომბერს გამოუშვებს, ხოლო ალბომს  – მოგვიანებით, 30 ოქტომბერს.

არიანა გრანდე დღესდღეობით ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული პოპ მუსიკოსია. მომღერალი ბითლზების შემდეგ პირველია, რომელმაც მოახერხა ბილბორდის სიმღერების ტოპ 100–ში პირველი, მეორე და მესამე ადგილები ერთდროულად დაეკავებინა. მისი ბოლო ალბომი “Thank U, Next” კი ბილბორდის ტოპ 200 ალბომებს შორის პირველ ადგილზე დადებიუტდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი