არგენტინაში მარადონას გულშემატკივრებს პოლიცია გაუსწორდა

არგენტინაში პოლიციასა და დიეგო მარადონას გულშემატკივრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მედიის ინფორმაციით, გულშემატკივრები ფეხბურთის ლეგენდის კუბოსთან მიახლოებას ცდილობდნენ. სპეცრაზმმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მარადონას ცხედართან გამოსამშვიდობებლად ბუენოს აირესის ქუჩებში ათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. მარადონას ცხედარი კასა-როსადად საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაასვეს. საღამოს ის კერძო სასაფლაოზე მშობლების გვერდით დაკრძალეს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი