“სისტემური ,,ლოქდაუნის” შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, არასწორია” – მაია ცქიტიშვილი

ავტორი: თიკო ნოდია

,,არასწორია ინფორმაცია თითქოს ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ,,ლოქდაუნის” შესახებ “, – ეს განცხადება ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.

“დღეის მდგომარეობით კონკრეტული გადაწყვეტილება შეზღუდებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ მედია საშუალებებით და ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თითქოს ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ,,ლოქდაუნის” შესახებ. კიდევ ერთხელ მინდა ვთვა რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ეს გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების გზით უნდა იქნეს მიღებული, რასაც ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ” – განაცხადა მან.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი შეზღუდვების შესახებ, რომელიც მობილობის შემცირებისკენ იქნება მიმართული .

“განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის. მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, რომელიც ერთის მხრივ, შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორეს მხრივ ეს შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერება ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში იქ სადაც ეს უფრო არის საჭირო. ” – აღნიშნა მან.

სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მთავრობა 24 ნოემბერს გამოაცხადებდა სისტემურ ,,ლოქდაუნს”, რაც მაია ცქიტიშვილმა უარყო.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი