ანონსი – 20 ნოემბერს, 20:00 საათზე, ათამდე პოლიტიკური პარტია ერთობლივ ბრიფინგს გამართავს

ავტორი: neopress.ge

20 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე ათამდე პარტია პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ცენტრალურ ოფისში ერთობლივ ბრიფინგს გამართავს.  ორი საათით ადრე კი პარტიების წამომადგენლობა ძირითადი საკითხების გასაანალიზებლად, მთავარი მესიჯების დეკლარირებულად წარმოსადგენად და სამოქმედო გეგმის განსახილველად შეიკრიბება.

„არსებობს პრობლემები, რომლებიც რამდენიმე პარტიას გვაერთიანებს. ვფიქრობ, მათ გადასაჭრელად ერთობლივი ბრძოლაა საჭირო. აუცილებელია იმ საკითხების  განხილვა, რომელიც ყურადღების მიღმა დარჩა“, – განაცხადა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შერვაშიძემ.

მისივე განმარტებით, პარტიები, რომლებიც ახლა ერთი კონკრეტული მიზნისთვის ერთიანდებიან,  არათანაბარ პირობებში იბრძვიან, თუმცა ხელისუფლებას მომავალში მათი გათვალისწინება აუცილებლად მოუწევს.

„ჩვენ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ვართ და გაყალბების მიუხედავად,  ვფიქრობთ, საკმაოდ კარგი შედეგი დავდეთ. აქ არ აქვს მნიშვნელობა, რა პროცენტი დაგვიწერეს და რა მივიღეთ რეალურად, მთავარია ხალხის ნდობა, რომელიც ძალიან მოკლე ხანში მოვიპოვეთ.. გულწრფელად ვთვლი, რომ თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართება და ადამიანებიც მიიღებენ იმას, რასაც რეალურად იმსახურებენ“- განაცხადა გიორგი შერვაშიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი