ანონსი – „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობა 9 იანვარს გაიმართება

ავტორი: neopress.ge

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შესული დეპუტატების ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ სადამფუძნებლო ყრილობა 9 იანვარს გაიმართება. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური გაერთიანება პროევროპული ორიენტაციისაა და მათი მთავარი მიზანი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა იქნება. მათივე თქმით, პარტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად იბრძოლებს, თუმცა მათი ამოცანები ამით არ შემოიფარგლება.

 „ჩვენი მთავარი მიზნებია:

  1. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, საქართველოს დამოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სისიტემის გაძლიერება;
  2. კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობა და დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისულებათა დაცვისთვის სამართლებრივი და ინსტიტუციონალური გარანტიების უზრუნველყოფის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა;
  3. ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა და მოქალაქეებისათვის ეკონომიკური და სოციალური პობლემების გადაჭრა და ამ მიმართულებით მათი მყარი გარანტიების შექმნის და ევროპული ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნის ხელშეწყობა;
  4. საქართველოს მრავალვექტორული – ევროატლანტიკური ორიენტაციის მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება;
  5. აქტიური მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოების პოლიტიკური ნების გამოხატვისა და განხორციელების საქმეში;
  6. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა“-
  7. 7. საქართველოს საუკუნოვანი ეთნიკურ-კულტურული გამოცდილებების რეალიზება იმისთვის, რომ საქართველო რეგიონში და მსოფლიოში გახდეს ერთ-ერთი მოწინავე და მიმზიდველი ქვეყანა“ – აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში შესულ სამ ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად დააფუძნა.

პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 9 იანვარს, 16:00 სთ-ზე, ახალი სპორტის სასახლეში გაიმართება (მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N15ა)

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი