“შევინარჩუნოთ მშვიდობა და კორექტულობა ერთმანეთთან ურთიერთობებისას”, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ეკლესია საზოგადოებისთვის ყოველთვის გამაერთიანებელ როლს ასრულებდა.
ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, ვილოცოთ ამ მშვიდობაზე. ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს გარკვეული კორექტულობა შენარჩუნებული ადამიანთა ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები. ამიტომ, ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.