ანა ნაცვლიშვილი – მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი იმ საჭიროებებზე, რომელიც 31 ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა

ავტორი: ნანა წულაია

„შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს“ – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელია.

„თუ ხელისუფლება ვერ გააცნობიერებს ამ სიმძიმეს, მაშინ, რა თქმა უნდა, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა იყოს. ამიტომ როცა ისინი იქნებიან მზად, ჩვენ ყოველთვის მზად და მყარად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი იმ თემებსა და იმ საჭიროებებზე, რომელიც 31 ოქტომბრის გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა.

მოლაპარაკებებში ოპოზიციის მხრიდან კვლავ რჩება ახალი არჩევნების საკითხი და დანარჩენი პაკეტი – შეცვლილი ცესკო-ს თავმჯდომარე და ბუნებრივია, ცესკო-ს და საერთოდ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალი, სამართლიანი წესი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებს პარტიულ გაგრძელებად არ აქცევს. ასევე, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გაყალბებას, მოსყიდვას, იძულებას, ამ რისკებს ბოლომდე დააზღვევს შეძლებისდაგვარად, რაც კანონს შეუძლია. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც“, –  განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი