ამ წუთებში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს ხვდებიან

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან ერთად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობენ, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შერატონში ხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა უკვე დასრულდა და ახლა ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

შეხვედრაზე შესვლამდე, ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმზე უარს არ ამბობენ და მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ბრიფინგის წერილობით განცხადებაში დიპლომატებმა  ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდეს, რათა საკანონმდებლო ორგანოდან შეძლონ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მუშაობა და მომავალი არჩევნების უკეთესად ჩატარება.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი