ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ოპოზიციის ლიდერები აშშ–ის ელჩის რეზიდენციაში აშშ–ის და ევროკავშირის ელჩებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ.

ფასილიტატორებთან შესახვედრად პირველი “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და “ქართული ოცნებისგან” გადაწყვეტილებას ელოდებიან. ინდივიდუალური შეხვედრების მთავარი არსი კი ფასილიტატორებთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარებაა.

“ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე, რომლის თანახმადაც არავინ არ ვაპირებთ შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. შესაბამისად, ივანიშვილისგან ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს, მხოლოდ ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს კონსულტაციები. ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი დიპლომატიამ ვერ გამონახა. ასე ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი პოზიციების დასასაბუთებლად, ვიდრე მრავალფორმატიან შეხვედრებზე, სადაც დრო შეზღუდულია. ამიტომ ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები, როცა ინდივიდუალურად მართავენ შეხვედრებს” – ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი