ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან

ავტორი: თიკო ტეფნაძე

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში საკონსულტაციოდ იკრიბებიან. როგორც ისინი ჟურნალისტებთან აცხადებენ, შეხვედრაზე  სამომავლო გეგმებს განიხილავენ და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს.

“გირჩის” ლიდერების, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თქმით, კოლეგებთან იმის გარკვევა სურთ, თუ რა მოხდება მას შემდეგ, რაც ბოიკოტი ოფიციალურად შედგება. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად “გირჩის” ლიდერები უკვე მივიდნენ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში.

“ნაციონალურ მოძარობას” ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელია წარმოადგენს. მისი თქმით, ოპოზიცია განსხვავებების მიუხედავად დადგა ერთად და  გაყალბებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ მისცა.

“ქართულ ოცნებას” არ ჰყავს ლიდერი, მათ ჰყავთ ბოსი. ირაკლი კობახიძე კი არის საუკეთესო ელექსირი საზოგადოებრივი პროტესტისთვის და უზრუნველყოფს ასევე ოპოზიციის უკვდავ პროტესტსაც. კობახიძე არის ძალიან არასერიოზული ფიგურა, რომელიც ახმოვანებს მისი ბოსის, ივანიშვილის გზავნილებს. მის განცხადებებში ახალი არაფერი არ არის, ისინი ნერვიულობენ რადგან ხელში შერჩათ მოპარული არჩევნები, რომელიც ვერ დაიკანონეს და გაიფორმეს” – განაცხადა მელიამ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შესვლამდე.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი