“ამ სახელმწიფოს დედაც, თუ თემირლნაის სისხლი შერჩათ” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“სახელმწიფომ უბრალოდ თქვა – ეს ქისტია, ამის დედაცო! მე ასე ვიტყოდი – ამ სახელმწიფოს დედაც, თუ თემირლნაის სისხლი შერჩათ” – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამართულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე წლებია იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ოჯახი ბრძოლას არ შეწვეტს და იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, ვისაც თემირლანის სისხლში ხელები აქვს გასვრილი. მე პირდაპირ ამ ადამიანებს დავასახელებ, ესენი არიან: ირაკლი ჩიმაკაძე, სოსო გოგაშვილი, პაატა ჯაჭვაძე, ასევე ის 3 სპეცრაზმელი, რომლიც თემირლანის ოთახში იმყოფებოდა. ამის იქით, არიან ადამიანები, მაღალჩინოსნები, რომლებიც უნდა დაისაჯონ, ამაში ორი აზრი არ არის. ხელისუფლებები იცვლებიან, ხალხი იცვლება, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოუწევთ ამ დანაშაულზე პასუხისგება. ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება.

ამ 3 წლის განმავლობაში, მაჩალიკაშვილს ათას რამეს აბრალებდნენ, არასწორ პოზიციაზეა, არასწორად იქცევა, თუნდაც, ტრადიციებიდან, რელიგიიდან გამომდინარეო, ამბობდნენ. ბევრი ლაფიც მესროლეს, მაგრამ მე დავიწყე ეს სამართლიანი ბრძოლა. ამ ბრძოლამ ჩემთვის ის შედეგი გამოიღო, რომ მეორედ, პანკისის ხეობაში, ქისტებში, თუნდაც, საქართველოს სხვა რეგიონში, ასეთი სასტიკ დანაშაულს არ ჩაიდენენ. ეს იყო ძალიან ცუდად გათამაშებული სპექტაკლი. ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის. სახელმწიფომ პირდაპირ უარი თქვა ჩემ საქმეზე, პირდაპირ შეწყვიტეს გამოძიება, ღმერთის ძალით გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც სტრასბურგში გაგზავნა ეს საქმე და დაგვიტოვა იმედი, რომ ამ კითხვებს პასუხები გაეცემა. ევროპულ სასამართლოსთან ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა მაქვს – საქმე გამოძიებას ხელმეორედ დაუბრუნდეს, დაისაჯოს ყველა ადამიანი“ – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი