ამირან გამყრელიძისთვის კორონავირუსზე ჩატარებული პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსზე ჩატარებულ პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, – ამის შესახებ გამყრელიძემ საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის მუშაობას სახლიდან აგრძელებს და მდგომარეობას აკვირდება.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში 17 ნოემბრიდან იმყოფება, ვინაიდან მას ბევრ ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. თუმცა ის  ძირითად ნორმებს იცავდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი