ამირან გამყრელიძე – უნივერსიტეტებში სააუდიტორიო სწავლების დაწყების საკითხი ეპიდსიტუაციის შესაბამისად განიხილება

“უნივერსიტეტებში სწავლის სააუდიტორიო სივრცეში გაგრძელების საკითხი ეპიდსიტუაციის შესაბამისად განიხილება”, – ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ “ნეოპრესის” კითხვას, რომ უმაღლეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ჩვეულ რეჟიმში განახლებას ეხებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რაც მეტად იქნება დაცული დისტანციური მუშაობის პრინციპი, ეს კიდევ უფრო შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.

“ეს სკითხი ეპიდსიტუაციის შესაბამისად განიხილება. ჯერ 19 ოქტომბრამდე დრო არის, კიდევ იქნება საკოორდინაციო საბჭო და განიხილება. მოგეხსენებათ, უმაღლესი სასწავლებლები უფრო ადაპტირებული არიან დისტანციურ სწავლებასთან. ჩვენი ერთ–ერთი მთავარი მოწოდებაა, საჯარო თუ კერძო დაწესებულებები, ვისაც ამის საშუალება აქვს, დისტანციური მუშაობაზე იყოს. თუ აუცილებელი საქმე არ არის, არაა საჭირო ოფისსა თუ სამსახურში მისვლა, დისტანციურადაც შესაძლებელია სამუშაო პროცესის წარმართვა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი