ამირან გამყრელიძე – კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ

ავტორი: ნანა წულაია

„ახლა სიტუაცია სტაბილიზაციისკენ არის, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის პიკი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ.

„ჩვენ ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის პირველ კვირაში გადავიარეთ პიკი და ამის შემდეგ სტაბილურად, თანდათან ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. თუმცა, ის რაც არის და იგივე დღევანდელი შემთხვევები, 1 143, საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის სიტუაცია, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ინფექცია მაინც სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი